სპორტული სკოლის მასწავლებელი ბავშვების ცემის გამო სამსახურიდან გაუშვეს (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც რუსეთის ერთ-ერთი სკოლის სპორტდარბაზის ვიდეო ჩანაწერი სოციალური ქსელით გავრცელდა, ფიზკულტურის მასწავლებელი სამსახურიდან გაუშვეს, მიზეზი კი მოზარდების მიმართ უხეში მოპყრობა და ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.

ზემოთ აღნიშნულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ ექცევა პედაგოგი თავის მოსწავლეებს. ამ ფაქტზე სკოლიდან დათხოვნილი მასწავლებელიც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ვიდეო 2017 წელს არის გადაღებული და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ აღშფოთდნენ მშობლები ამდენი ხნის მერე. გამომძიებლის განცხადებით კი, ყოველი ასეთი ფაქტი დაუყონებლივ უნდა გამოვლინდეს და მაშინვე დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობით გამოირჩევნიან.

კომენტარი