ლონდონში რუსული დემოკრატია კუბოში ჩაასვენეს (ვიდეო)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებთან დაკავშირებული პროტესტი უკვე გასცდა რუსეთის ფარგლებს: გუშინ ლონდონის ცენტრში, პელსინგტონ პელეს გარდენზზე დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა რუსებმა იმპროვიზირებული აქცია ჩაატარეს: მათ გამოიტანეს კუბო, სადაც პირაკრული აქციის მონაწილე იდგა და იგი დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს შესასვლელთან მიაგორეს (კუბო ბორბლებზე იყო). სამუდამო განსასვენებელი რუსული დემოკრატიისთვის იყო გათვალისწინებული, რასაც ცოცხალი, ბენდის შესრულებული მუსიკა და მემორიალური დაფა ცხადყოფდა. დაფაზე ეწერა: „რუსული დემოკრატია (1991-2011) - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ რუსული დემოკრატია გონსმოუსვლელად გარდაიცვალა“.

ერთ-ერთი ვერსიით, ამ აქცია-პერფომანსის ორგანიზატორი რუსეთში შერისხული და ქვეყნიდან გაქცეული ბიზნესმენი - ევგენი ჩივარკინი იყო.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი