რუსულ ქორწილში გადაღებული „სექს-კონკურსი“ 2011 წლის „უწყინარ გარყვნილებად“ აღიარეს

ერთ-ერთმა რუსულმა ვებ-გვერდმა გასული წლის ყველაზე „უწყინარი გარყვნილების“ დასახელება გადაწყვიტა და გამოკითხვა ჩაატარა. ამ პორტალზე მოყვარულთა მიერ გადაღებული ვიდეომასალა იგზავნება, შემდეგ კი ქვეყნდება - უფრო ხშირად, შემთხვევის ადგილისა და ვიდეოს დასახელების გარეშე.

2011 წლის „ყველაზე უწყინარი გარყვნილების“ კონკურსში ამ ვიდეომ გაიმარჯვა, რომელიც ერთ-ერთ რუსულ ქორწილშია გადაღებული და ერთგვარი, სექსუალური თამაშის ნაირსახეობას წარმოადგენს. მსგავსი „გართობები“ უცხო არ გახლავთ არც ქართული, ღრეობაში გადასული ქორწილებისთვის, თუმცა, ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ჯერჯერობით, არ არსებობს.

კონკურსის შედეგებს მკითხველთა უმრავლესობა დაეთანხმა, თუმცა, კლიპის შინაარსმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ზოგმა უბრალოდ, სასაცილოდ და მახვილგონივრულად მიიჩნია მსგავსი კონკურსის ჩატარება, ნაწილმა კი როგორც ამ კონკურსის მონაწილეებს, ასევე მისით აღფრთოვანებულებს „ვაცები“ უწოდა.

კომენტარი