სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში განთავსებულ კლიპში, მაისურებზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებაა

ინტერნეტსივრცეში ისევ გრძელდება ბიძინა ივანიშვილის დაცინვა სხვადასხვა ხარისხითა და ოსტატობით დამზადებული კლიპების მეშვეობით. ასეთი ვიდეორგოლები უამრავია, თუმცა, თქვენს ყურადღებას ამჯერად 10 თებერვალს ატვირთულ ერთ ვიდეორგოლზე შევაჩერებთ, სადაც ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი გვხვდება თითქმის ყველგან: კედელზე, ვიტრინაში, ქუჩაში, მონეტაზე, მხატვრის მოლბერტზე, მაისურზე და, ასე განსაჯეთ, ქალის მხარზეც კი – ტატუს სახით.

ვიდეორგოლს რუსული შესავალი ხსნის, რომლის დასრულების შემდეგაც კლიპს ბოლომდე სსრკ–ს (მოდელირებული სახით რუსეთის ფედერაციისაც) ჰიმნი გასდევს.

ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100