სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხარხარით შესრულებული სასიკვდილო გასწრება, რომელიც ვიდეომ გადაიღო (ვიდეო)

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ასაკის ბიჭები (შესაძლოა, გოგოებიც), ჩქაროსნულ ავტოსაგზაო მაგისტრალზე საგზაო წესების სრული იგნორირებით უსწრებენ ავტომანქანებს, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, თან ხარხარებენ და „გმირობას“ ერთ-ერთი მათგანი მობილური ტელეფონითაც იღებს.

ერთ-ერთი ავტომანქანისთვის მარჯვნიდან გასწრების შემდეგ მძღოლი დანარჩენების აღტაცებული შეძახილების ფონზე ახლა უკვე წინა მანქანის გასწრებას მარცხნიდან ცდილობს, რისთვისაც საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადადის, წინიდან მომავალ ტრაილერს ვერ ამჩნევს და ეს სრულიად საკმარისია საშინელი შეჯახებისთვის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100