საბერძნეთი ევროზონის დატოვებას უარყოფს

საბერძნეთი ევროზონის დატოვებას უარყოფს. განცხადება ოფიციალურმა ათენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სხვადასხვა დასავლურ მედიაში, მათ შორის გავლენიან გერმანულ გამოცემა „შპიგელში“ ამ შინაარსის ინფორმაციები გაჩნდა.

მედიის თანახმად, თუ საბერძნეთი ევროკავშირთან ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მზად არის ევროზონა დატოვოს. ამ ცნობების გავრცელებისთანავე ევროს კურსი მიმდინარე კვირის ბოლოს დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. შეგახსენეთ:

საბერძნეთი ევროზონის პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ფინანსური დახმარება დასჭირდა. ევროკავშირმა და სავალუტო ფონდმა ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად 110 მილიარდი ევრო გამოუყვეს.

კომენტარი