სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრთხილად გოგონებო! თბილისში ასეთი ბიჭები მომრავლდნენ

კაფეში ფეხი შევდგი თუ არა მაშინვე დავინახე, ზურგით იჯდა, მაგრამ მაინც არ გამჭირვებია მისი ცნობა. ჩვენი ყოველი მორიგი ასეთი შემთხვევითი შეხვედრა იმ დღეს მაგონებდა პირველად, რომ ვნახე, მაშინაც ამ კაფეში.

საოცრი სიცხადით მახსოვს ის დღე. ჩემს საზოგადოებას უკვე მოწყენილობის ელფერი დაჰკრავდა, როცა მეზობელ მაგიდას ახალი წყვილი შეემატა.

ყველა ქალს ყავს გონებაში თავისი ოცნების მამაკაცი დახატული, სხვა საკითხია ვინ პოულობს მას და ვინ ვერა და თუ აქამდე არ ვიცოდი ვინ იყო, ის ვისი გამოჩენის ლოდინმაც მარტოობა დამიმეგობრა, ახლადშემოსული ბიჭის დანახვისთანავე მივხვდი ჩემი ოცნების მამაკაცი მისი მსგავსი უნდა ყოფილიყო.

-შეხედე იმ წყვილს ახლა რომ შემოვიდნენ?-ყურში ჩამჩურჩულა გვერდით მჯდომმა მეგობარმა - ეგ “უროდკა” მასეთ ბიჭთან ერთად უნდა იყოს და მე ასე უნდა ვიჯდე? საღოლ ღმერთო!

-კარგი რა, მთავარი გარეგნობა ხომ არაა? ალბათ კარგი ხასიათების გოგოა-ზრდილობის ხათრით გავაპროტესტე მე

-ხასიათი არა ისა - ირონიულად გაიღიმა ჩემმა მეგობარმა-ფულის ტომარაა და ეგაა მაგის ერთადერთი პლიუსი. ჩემი ბიძაშვილის ახლობელია ეგ გოგო და ვიცი რატომაც არიან ეგენი ერთად - მეგობარმა ერთი ხელის მოსმით დამიმსხვრია, წუთის წინ შექმნილი ილუზია იდეალურ მამაკაცზე.

არ ვიცი თბილისი მართლა ასეთი პატარაა თუ უბრალოდ განგებას სურდა, მაგრამ ფაქტია, საკმაოდ ხშირად აღმოვჩნენილვართ მე და ეს ბიჭი ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას ერთსა და იმავე დროს. მისი არ ვიცი და მე კი ყოველთვის მავიწყდებოდა ირგვლივ ყველაფერი და თუ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდა, დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ვარიდებდი მზერას.

და აი ახლა, პირველი შემთხვევაა, როცა მეც მარტო ვარ და ისიც. ნახევრადცარიელ კაფეს თვალი მოვავლე, სხვა დროს ალბათ აუცილებლად ისეთ ადგილას დავჯდებოდი, რომ ჩემი თვალთახედვის არეში ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვერ გავბედე. სანამ ოფიციანტი ყურადღებას მომაქცევდა სიგარეტი ამოვიღე ჩანთიდან, ქალურმა შინაგანმა ხმამ მიკარნახა საკუთარი სანთებელით არ მესარგებლა, რადგან ეს იქნებ ერთადერთი შანსიც კი იყო მის გასაცნობად, მაგრამ რაღაც ულამაზოდ მომეჩვენა... ‘უკაცრავად სიგარტზე ხომ ვერ მომიკიდებდით?’ არა ამ ფრაზას ვერ წარმოვთქვამდი...

-სანთებელა ხომ არ გაქვთ?-იმ წუთას მეგონა სასწაული მოხდა, რადგან ის ჩემს წინ იდგა. “ნეტავ ახლა როგორ გამოვიყურები” არ ვიცი, ნორმალურია თუ არა, მაგრამ ამ კითხვამ დაიპყრო ჩემი გონება და სხვა რამეზე ფიქრის უნარი წამართვა. არ მახსოვს როგორ და რატომ, მაგრამ როცა ოფიციანტი მოვიდა ის უკვე ჩემს მაგიდასთან იჯდა და მე ლექსო მქვიაო, ესეც ნათქვამი ქონდა ჩემთვის

-რას ინებებთ?

-გოგონას ერთი ჭიქა რძე მე კიდევ ერთი ყავა

-სხვა არაფერი?

-კიდევ რამეს შეუკვეთავთ? - მკითხა ლექსომ. საერთოდ კაფეებში არაფერს არ ვჭამ ხოლმე, მხოლოდ რძით ვიჭყიპები, მაგრამ ახლა იქ იმიტომ ვიყავი შესული, რომ ძალიან მშიოდა. იმერულ ხაჭაპურზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ რომელიღაც მწერლის ფრაზა გამახსენდა “ქალი ყველაზე მახინჯია, როცა ჭამს და ყველაზე ლამაზია, როცა ტირის” რა ვქნა ნიანგის ცრემლების ფრქვევა არ მეხერხება, მაგრამ კუჭის ამოვსებაზე დროებით უარის თქმა არაა პრობლემა, მითუმეტეს ასეთ დროს - თუ ლექციებიდან მოდიხარ ალბათ გეშიება, ხაჭაპურს არ გირჩევ აქ არ უვარგათ - ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე მითხრა ლექსომ -ერთადერთი ფრის შეკვეთა შეიძლება, ეგ ნამდვილად გემრიელი აქვთ, ოღონდ კეტჩუპის გარეშე ჯობია

-არა, გმადლობთ. მხოლოდ რძე

-ასეც ვიცოდი, დაფიქსირებული მქონდა შენი და რძის მეგობრობა

-არ მიკვირს, მაგრამ მიხარია - ეს ჩემი უდიდესი მინუსია, ჯერ ერთი ტყუილი საერთოდ არ მეხერხება და დაბნეული თუ ვარ ხომ საერთოდ, რაც თავში დამიტრიალდება ეგრევე სიტყვებად იქცევა ხოლმე, მგონი ჩემდაუნებურად და ახლაც იგივე დამემართა

-რატომ მაინცდამაინც რძე?

-რძე ორგანიზმს კვამლისგან ასუფთავებს-ვუპასუხე და საფერფლეზე დასრესილ სიგარეტის ღერზე მივუთითე

-დიდი ხანია თქვენი გაცნობა მინდოდა-ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სიჩუმე დაარღვია ლექსომ-მაგრამ სულ ისეთ დროს ვხვდებოდით ერთმანეთს

-ყოველთვის უამრავი ადამიანი გახლავთ თან

-ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მღლიან ეგ ადამიანები.

-...

-საშინლად მოსაწყენები და ზოგჯერ ტვინისწამღებნი არიან. ჩემს ძმაკაცებს ჭკუა კუნთებში აქვთ წასული, თაკოს დაქალები კი იმ დისკს ჰგვანან, რომელზეც მხოლოდ ერთი სიმღერაა ჩაწერილი. ჩემ სამეგობროს კი სწორედ ეს ადამიანები შეადგნენ. ხო მართლა თაკო ჩემი საცოლეა

გაოცებული შევცქეროდი ლექსოს, ვერ მივხვდი, რატომ გადმოჯდა ჩემს მაგიდასთან ან რისი შესავალი იყო მისი მონოლოგი. ერთადერთი რისი მიხვედრაც მოვახერხე ეს ის იყო, რომ ლექსო აშკარად ვერ ამჩნევდა მისდამი ჩემს სიმპატიებს.

-ბოლო დროს ჩვევად მექცა, როცა გხედავთ ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება და სმენა თქვენსკენ მაქვს მომართული - ამას ალბათ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა უნდათქო გავიფირე, მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი ნათქვამი - არც ისე იშვიათად გხედავთ, გხედავთ სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა განწყობაზე, ვისმენ თქვენს დიალოგებს და ამ ყველაფერმა საოცრად დადებითად განმაწყო თქვენდამი, საინტერესო ადამიანად გთვლით

-საცოლე გყავთ არა?-ისევ წამომცდა გონებაში წამოტივტივებული ფრაზა

-თაკო

-არ გიყვართ?-მგონი თავხედობა იყო ჩემი შეკითხვა, მაგრამ როგორც გასროლილ ქვას ისე წარმოთქმულ სიტყვას ვერ დავაბრუნებთ უკან

-მე კარგი ცხოვრება მიყვარს, ამისთვის კი ფულია საჭირო. ფულიანებად ან იბადებიან, ან საკუთარი შრომით ხდებიან ასეთები. მე ღარიბი ოჯახის შვილი ვარ, რომელსაც არ უნდა მთელი ახალგაზრდობა შეალიოს იმისთვის ბრძოლას, რომ 30 წლის შემდეგ 50-ს გადაცილებულ, ღიპიან მელოტ, ფულიან ბიძად იქცეს, რომელიც ყველაფერს დათმობს ოღონდ ერთი დღით მაინც დაუბრუნდეს ახალგაზრდობა, რადგან ცხოვრების საუკეთესო წლები შრომაში გაატარა, ამიტომ უზრუნველი ცხოვრების იოლ გზას მივაგენი

-და მაინც ვერ ხარ ბედნიერი

-ხანდახან მოწყენილი ვარ, მაგრამ ეს ვერ მაიძულებს უარი ვთქვა იმაზე რასაც თაკოსთან ყოფნა მაძლევს

როგორც ჩანს ძალიან ვიყავი მოხიბლული ლექსოთი, რადგან ნააბმობმა, მისი მეორედ ნახვის სურვილი არ გამიქრო.

ამ დღის შემდეგ კვირაში ერთხელ მაინც ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს და უბრალოდ ვსაუბრობდით, ფილმებზე, მუსიკაზე, ინტერნეტსაიტებზე, ტელეგადაცემებზე, წიგნებზე და რავიცი ათას რამეზე. თავიდან მომწონდა ეს ურთიერთობა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ლექსო ცოტა მოსაწყენი, ცოტა გამაღიზიანებელი და იქნებ დამღლელიც კი გახდა ჩემთვის, რადგან იმედგაცრუებული ვიყავი.

ვერ ვიტყვი მიყვარდათქო, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ მის გვერდით თავს უსქესო არსებად ვგრძნობდი. განსაკუთრებით კი თაკოსადმი მისი დამოკიდებულება მიშლიდა ნერვებს, არა იმიტომ რომ ვეჭვიანობდი, უბრალოდ მართლა ულამაზოდ მიმაჩნია, ახალგაზრდა ბიჭი საცოლის ხარჯზე, რომ ცხოვრობდა, მანქანიდად დაწყებული ცხვირსახოცით დამთავრებული ყველაფერი თაკოს ფულით ჰქონდა შეძენილი.

ჩვენი შეხვედრების სიხშირემ ნელ-ნელა მოიკლო და ურთიერთობა, მხოლოდ მოკითხვის დონეზეც მალე დავიდა. მართალია იყო მომენტები, როცა ლექსო მენატრებიდა ხოლმე, მაგრამ ვხვდებოდი მისგან თავის შორს დაჭერა ჩემი მხრდიდან სწორი ნაბიჯი იყო. ლექსოს ეტყობოდა, რომ ჩემთან ყოფნა და გულწრფელი საუბრები აკლდა, მაგრამ მე ყოველთვის ვახერხებდი სერიოზული მიზეზების გამოგონებასა და ჩვენი შეხვედრის სამომავლოდ გადადებას.

თუმცა კიდევ ერთხელ ვაღიარებ, მენატრებოდა ხოლმე და სწორედ მონატრების ერთ-ერთი მომენტი მქონდა, როდესაც მთელი თვის უნახავმა ლექსომ, ერთ საღამოს დამირეკა.

-იცი თაკოს დავშორდი - მითხრა მოკითხვის შემდეგ

-რატომ?

-შეყვარებული ვარ, ოღონდ მართლა. სერიოზულად ვარ შეყვარებული

-მეხუმრები? - გულწრფელად გამიხარდა მე, მიუხედავად იმისა, რომ წესით უნდა მწყენოდა ჩემი “ოცნების ბიჭი(?)” შეყვარებული, რომ იყო. გამახარა მის ხმაში დაგროვილმა ბედნიერმა ნოტებმა და კიდევ უფრო მეტად გამახარა იმან, რომ ვიფიქრე ლექსოში ეშმაკს ანგელოზმა სძლია და ანგარებიან ბიჭს სიყვარულის ძალით თვალი აუხილათქო

-ძალიან მაგარ გოგოზე ვაპირებ დავინიშნო, ან პირდაპირ დავქორწინდე

-ვინაა?

-იდეალურია

-ვინაა?

-ულამაზესია

-ვინაა? - გული ამიფარცქალდა მე, ვინ იცის იქნებ ჩემი გონების ძალიან ღრმა კუნჭულში უიმედო იმედმაც კი წამოყო თავი

-თითქმის შენნაირად საინტერესო ადამიანია

-ვინაა?-სიტყვამ ‘შენნაირი’ ენთუზიაზმი მოაკლო ჩემს ხმას

-და რაც მთავარია თაკოზე ბევრად უფრო მდიდარია

ბოლო ფრაზამ მეტყველების უნარი წამართვა, უცებ ყველაფერი გაქრა, ერთ წამში ლექსო იქცა ერთ დიდ ცარიელ სიმრავლედ ჩემთვის.

-ნინი ქვია - ესღა მომესმა მობილურის გათიშვისას

იმედგაცრუებულსა და გულნატკენს ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა კუზიანს სამარეც ვერ გამოასწორებსო, თუ კუზიანს სამარე ასწორებსო, ნუ მოკლედ ალბათ მიმიხვდით რომელ ანდაზას ვგულისხმობ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100