სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრიგოლ ვაშაძე - ქართველი ხალხი რუსეთის პრეზიდენტის მილოცვას არ მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ქართველი ხალხისადმი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მილოცვას გამოეხმაურა. 

როგორც ვაშაძემ დღეს, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობისას განაცხადა, ქართველი ხალხი რუსეთის პრეზიდენტის მილოცვას არ მიიღებს.

"რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა არ მგონია ქართველმა ხალხმა მიიღოს. კლოუნადას შეზღუდვა არ აქვს. რა ფორმითაც გინდა, იმ ფორმით შეგიძლია იყო კლოუნი", - განაცხადა ვაშაძემ.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევმა ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღე - 9 მაისი მიულოცა.

ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100