სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ორი ადამიანი დაცხრილეს

დაახლოებით ერთი საათის წინ უცნობმა პირებმა მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ერთ - ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ორი მცველი დაცხრილეს და მიიმალნენ. შემთხვევა ბუტირკის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.

„რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ ორი მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია შს მოსკოვის საქალაქო სამმართველოში გადამოწმდა, სადაც თავდაპირველად მომხდარი უარყვეს, შემდეგ კი დაადასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია მომხდარი მკვლელობის მოტივი. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ორივე მცველი სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100