სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია შევიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია უკვე შევიდა. დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს, აშშ-ის სენატი რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში ასევე დაგმობილია რუსეთის, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის აგრესია.

დოკუმენტს თვის ბოლოს დაამტკიცებენ, თუმცა იქამდე კომიტეტებში განიხილავენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, სენატის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მომზადება სერიოზული მხარდაჭერაა.

"მხარდაჭერა, რომელიც არც აქამდე გვაკლდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ახლა უფრო გაათმაგებულია, რადგან დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საუბარია არა კონფლიქტებზე საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ ერთ კონფლიქტზე - საქართველოსა და რუსეთს შორის. ასევე, სენატის რეზოლუციის ტექსტში გამოყენებულია ტერმინი არა მხოლოდ "ოკუპაცია", არამედ მარიონეტული რეჟიმები მოხსენიებულია ზუსტად ისე, როგორც ქართულ დოკუმენტებში", - აღნიშნა იაკობაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100