სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა გამყრელიძე: სააკაშვილის გარეშე მოსაწყენი გახდება საქართველოში ცხოვრება

ტელეკომპანია GMG-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა გამყრელიძე, რომელსაც საზოგადოება ტელეგადაცემა „ვის უნდა 20 ათასიდან“ იცნობს სოიალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს. გამყრელიძის ფეისბუქ პოსტს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეა. ესაა ათწლიანი, პირდაპირი მნიშვნელობით, მუხლჩაუხრელი შრომის და ბრძოლის ბოლო დღე. მან და რა თქმა უნდა მისმა გუნდმა ნოლიდან შექმნეს სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და რომელში მოპატიჟებაც საპატიო გახდა. რა თქმა უნდა ბევრი შეცდომაც იყო. მიშასნაირი ტემპით საქმის კეთებას ყოველთვის მოყვება გადაცდომები, მაგრამ მე დღეს მხოლოდ კარგი მახსენდება. დღეს მიშა წავა პრეზიდენტის სასახლიდან გამარჯვებული. როდის დაბრუნდება? ალბათ მალე. არაა აუცილებელი ისევ პრეზიდენტად მოგვევლინოს, მაგრამ თავის აშენებულ ქვეყანას, რომ ასე იოლად არავის დაუთმობს ესეც ხომ ცხადია. მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ქალბატონ სანდრა რულოვსის მიმართ. მან გვიჩვენა რას ნიშნავს უმაღლესი ევროპული სტანდარტი. სიმშვიდე, სიბრძნე, კეთილმოსურნეობა და თავდადებული სიყვარული იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ემსახურები. ვუსურვებ ამ შესანიშნავ ადამიანებს მალე დაბრუნებოდნენ საქართველოს პოლიტიკას. მათ გარეშე ძალიან მოსაწყენი გახდება საქართველოში ცხოვრება” - წერს გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100