„ბეკონის“ პრეზერვატივი 9 დოლარად და 99 ცენტად

კომპანიამ J&D'S Foods, რომლის სლოგანია ფრაზა: "ყველაფერს ბეკონის გემო უნდა ჰქონდეს!", გასაყიდად გამოიტანა კონტრაცეპტივების ლატექსური საშუალებები, რომლებიც გარეგნულადაც ბეკონს წააგავენ და გემოთიც. ხოლო კომპლექტში შესაძლოა მოგყიდონ კიდევ წყლის საფუძველზე დამზადებული ბეკონის ლუბრიკანტი (ინტიმური გელი - რედ.).

ამჯერად ბეკონის ინტიმურ საცხს შეგრძნებათა სრულყოფილებისთვის მოჰყვება "ბეკონის" პრეზერვატივებიც.

The Huffington Post-ისადმი მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯასტინ ეშმა განაცხადა, რომ "ბეკონის" პრეზერვატივის იდეა დიდი ხანია უტრიალებდა თავში, ოღონდ მისი განხორციელება მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. "იცით, ლუბრიკანტი ისე ძლიერ "გაიჭრა" სავაჭრო ქსელში, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეშვა პრეზერვატივებიც. თვით პრერზერვატივი ლატექსისგან მზადდება, მაგრამ დაფარულია იმავე ზეთით და გააჩნია ბეკონის გემო და სურნელი", - განაცხადა ჯასტინ ეშმა.

მან ასევე დაამატა, რომ მართალია საცხების ხარჯზე პრეზერვატივბს კი ასდით ბეკონის სუნი და გემოც მსგავსი აქვთ, ტექსტურაში ისინი ზუსტად ისეთივეა როგორც სხვა ლატექსური პრეზერვატივი. ამიტომაც, ცხადია "ნამდვილი, მოხრაკული ბეკონივით ვერ იხრაშუნებს", - დააზუსტა კომპანია J&D'S Foods-ის თანამფლობელმა. ეგზოტიკური გემოს მქონე სიახლის შეძენა 9 დოლარად და 99 ცენტად არის შესაძლებელი J&D'S Foods-ს საიტზე. ყოველ შეფუთვაში მოთავსებულია სამი პრეზერვატივი.

სხვათა შორის ეს ერთადერთი გიჟური მარკეტინგული იდეა როდია ბეკონის თემაზე, რომლის ამოცანა, კომპანიის სლოგანის თანახმად, მისი პროდუქციისადმი ყურადღების მიპყრობაა. J&D'S Foods-ი აწარმოებს ბეკონის მაიონზეს, ბალზამს ტუჩებისთვის, რომელსაც შებოლილი ხორცის გემო აქვს. თუმცა, ყველაზე ეპატაჟური მაინც მიცვალებულის კუბოა, რომელსაც ბეკონის ნაჭრის ფორმა გააჩნია. კომპანიის საიტზე ამტკციებენ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო განსასვენებელი ადგილია მიცვალებულისთვის. და კომპანია სერიოზულად იმედოვნებს, რომ იპოვის მსურველს, რომელიც ამგვარ კუბოს 3000 დოლარად იყიდის.

კომენტარი