სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმის რეპეტიცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმის რეპეტიცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რეპეტიციაში შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად სახმელეთო და საჰაერო ტექნიკაც იყო ჩართული.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამზადისშისაქართველოს თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებთან ერთად ანსამბლი "სუხიშვილებიც" მონაწილეობდნენ. საბრძოლო შინაარსის ცეკვას "ხორუმი" ისინი სამხედრო ფორმებში შეასრულებენ.

სამხედრო აღლუმთან დაკავშირებული სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება საჯარო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100