სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური სიტუაცია თბილისის ერთ-ერთი დაბადების დღის ცენტრში

სცენარისტი და შოუმენი გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს ყვება. ჯანელიძის სტატუსს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ნამდვილი ამბავი:

ამასწინათ ვიყავი ერთერთ დაბადების დღის ცენტრში, სადაც ბავშვებს ართობდნენ ჯამბაზი და ილუზიონისტი. ილუზიონისტმა, როგორც იცის ხოლმე, საიდანღაც გააჩინა ცოცხალი კურდღელი. ამის შემდეგ მესმის ჯამბაზი როგორ სთავაზობს ბავშვებს ახალ თამაშს:

-ბავშვებო ახლა ილუზიონისტი ამ კურდღელს ააგდებს ჰაერში, მე ამოვარტყამ წიხლს და იქით კედელს რომ მიენარცხება და ძირს დავარდება, აბა ვინ მოასწრებს აღებას.

რა თქმა უნდა, ასე არ მოქცულან, მაგრამ მაინც დებილურად ჟღერდა. ნეტა იმ ცენტრის პატრონმა თუ იცის სრული რეპერტუარი, რას სთავაზობს პატარა იუბილარს და მის მეგობრებს?” – წერს ჯანელიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100