სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი ასეთია დედობრივი სიყვარული

“ნეტა,ზამთარში არ მოვკვდებოდე, შვილებოო, რა გაათბობს მაღლა სახლსო, პანაშვიდებზე ხო დაგეყინათ ფეხებიო, რაღა ვქნა, რომ დამიცივდეთო....” – ეს სტატუსი ერთ-ერთ ქართულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა და ძალიან დიდი ყურადღებაც მიიქცია. სტატუსის კომენტარებში კი შემდეგ ისტორიას ვკითხულობთ.

მამაჩემის ბიცოლა იყო სოფელში, ყველასთვის საყვარელი ბაბულია ბებია.. 101 წლისა გარდაიცვალა... ისიც ასე ამბობდა: ზამთარში არ მოვკვდე ცივა და ხალხი ცოდოა გაიყინებიანო... გაზაფხულზე არ მოვკვდე, ხალხს ბაღ-ვენახებში უამრავი სამუშაო აქვთ მოცდებიანო.... ზაფხულში ღმერთმა დამიფაროს ქელეხში საჭმელი მაგიდაზე აყროლდებაო... შემოდგომაზე კი მოსავალს აღება და დაბინავება უნდა ჩემთვის ვის ეცლებაო.... ასე, რომ ბაბულიას არ უნდოდა სიკვდილი და ამ გადადება გადადებაში კი იცოცხლა 101 წელი.... ნათელში იყოს მისი სული..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100