სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალურ ქსელში ფონდ იავნანას ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი

„ქველმოქმედება კარგია. რა თქმა უნდა ყველას თავისებურად წარმოუდგენია რას/ვის უნდა დაეხმაროს:) თუმცა ბევრჯერ მიფიქრია, რამდენად ცუდია, როცა ქველმოქმედებას "ფარად " ხმარობენ და რეალურად სულ სხვა საქმეებს აკეთებენ- მაგალითად ათეთრებენ ფულს“ - ეს სტატუსი ნიკა ქავთარაძემ გუშინ, ფონდ იავნანას საქველმოქმედო კონცერტის დროს გამოაქვეყნა. სტატუსის კომენტარებში, საკუთარი აზრი სხვა ინტერნეტ მომხმარებლებმაც დააფიქსირეს.

დავით პაიჭაძე: ფულს რეცხავენ და რა ჭუჭუყიც გასდის, იმას ედება, ვისზეც რეცხავენ

კახა მაღრაძე: რა საყვარელი ხარ

გოგა ხაჩიძე: : )

მეგი ყიფშიძე: ეგ ყველაფერი ნაკურთხია ნაკურთხი კი ყველაფერი მოსულა

ნიკა ქავთარაძე: მგონი სჯობს, მოვლენების განვითარებას ერთად დაელოდოთ :)))

ლელა რევიშვილი: თუ ფულის გათეთრების ფარგლებში ერთი დაბინავებული ოჯახი მაინც იქნება დაე იყო ,,ფსევდო ქველმოქმედება ''... სოციალურად დაუცველი ქვეყნისთვის სადაც რეალურად არავის არავინ აღელვებს ესეც მისასალმებელია !!!

ნიკა ქავთარაძე: ლელა, კრიმინალია ფულის გათეთრება. აი, კრიმინალი რა- დანაშაული ანუ :)))) უსახლკაროებზე ზრუნვა არ უნდა მოიცავდეს ვინმეს გაუსახლკაროებას

ლელა რევიშვილი: ნიკა ძალიან კარგად იცი რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ქველმოქმედება ,,ფარია '' ...! ფულის გათეთრებას რაც შეხება , თუ ამ სიღმეში შევალთ ბევრი კრიმინალი გვყოლია მარტო კერძო სექტორში... ! ამიტომ ქველმოქმედება რომელსაც შედეგად მრავალშვილიანი ოჯახის დაბინავება მოჰყვება ,,გამართლებული კრიმინალია'' ნუ მორალურად მაინც !!!

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს ტიპი ამბობს, რომ საჭიროა ქველმოქმედების "კომერციალიზაცია". საინტერესო ლექციაა. http://www.ted.com/talks/dan_pallotta_the_way_we_think_about_charity_is_dead_wrong.html

ნიკა ქავთარაძე: რ ვმუშაობ. შესაბამისად ჩემი შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ქვემოთაა. სამ ბანკში დაგროვილი ვალდებულებების გამო აღარ მაქვს საცხოვრებელი ადგილი- არც თბილისში, არც რეგიონში. მყავს სამი შვილი. ასევე დედა, მამა და პატარა ძმა, რომლებსაც ასევე არ აქვთ შემოსავლები და საცხოვრებელი ადგილი. ბავშვობაში გადატანილი მაქვს ბოტკინი. გადანერგვის ოპერაციის მიუხედავად, არ ამომდის თმა. ახლანდელი ჯანმრთელობის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, რადგან არ მაქვს კვლევისთვის საკმარისი ხარჯები. საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს ჩემს კვლევებს. ინბოქსში მოგწერთ ნომერს და ძილისწინ მაინც მიმღერეთ "იავნანა" :))

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100