სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე გიამბობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გურულები

"-რაიო, რას იძახიენ ახალს შავლაია ბიძია თუ იცი? რამფერი ამბავია უკრაინაში?

- რაიო ბიძია და პუტინი იძახის თქვენ რომ გგონიენ არაა ქლათ მასე მაიო, მაი ადგილი ჩვენი იყო უწინო და ტყულე ღლაბურცობთ მე მაქანე ამერიკას არ დავაყენეფო, აი ხალხიც ჩვენია და აი მიწაცო, მიწა დაალაგდა მაგას გულზე. ახლა ამერიკა უძახის აქიდან გადიარე ზეთ და წაი მაქიდან თვარა მერე რაცხა მოგივა მაი არ იქნება ჩემი ბრალიო. უკრაინელებს არაკაცი არ ეკითხება აფელს, ჟდანარიენ და უყურებენ. აი მიშაიე დეიარება ზეით- ქვეით, დარბის დურმიშხანეს ძუნკალი ძაღლივით, ატლიკინებს ენას ისე რომე რომ დეიწყებს კაკუნს რეზოიეს წისკვილი რაია მაგასან. ეჰ რავიცი ბიძია, აგენი ისე იზამენ კაცს არ დატიებენ დუნიაზე ვატყოფ მე..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100