სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავა: ავოეე ღარიბაშვილის გამოსვლა...

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება სამეგრელოში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს.

“ავოეე!!! ღარიბაშვილის ლაივი რუსთავზე საბჭოური კლასიკაა, გუბერნატორის გამოსვლა განსაკუთრებით. პრემიერიც არ ღალატობს ამ განუმეორებელ საბჭოთა სტილს. მადლობა მთავრობას ბავშვობის შეხსენებისთვის.

თავიდან მეგონა მიშას ლაივი გამახსენდებოდა და მეგობარს ვუთხარი ნახე ამაშიც ბაძავენთქო. მაგრამ შევცდი. აშკარად back to USSR” - წერს უგულავა.

დადიანების სასახლეში ღარიბაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.

„ასეთი ფორმატის შეხვედრებზე, არაა აუცილებელი, გამომსვლელისთვის სავარძლის დადგმა.
შეიძლება ფეხზე დადგე 3-5 წუთი, თუ მართლა ჰაკიმ ფაშად არ აღიქვამ შინაგანადაც თავს.

იავიცი, იავიცი, კახელის "დაბოლებული" მეგრელი, პირადად მე, ჯერ არ მინახავს.“ - წერს ხაჩიძე

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილი დადიანების სასახლეში მოსახლეობას შეხვდა, მისი სიტყვით გამოსვლას კი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადმოსცემენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100