სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ როგორ აშენდა წლის საუკეთესო შენობად წოდებული ბათუმის მაკდონალდსი?

მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მაგდონალდსის გახსნის ამბავს იხსენებს, რომელიც მაგდონალდსის საუკეთესო შენობად დასახელდა.

“ბათუმში მაკდონალდსის გახსნას 2005 წლიდან დაჟინებით ვთხოვდით მე და ლევან ვარშალომიძე „კოკა-კოლას“ კომპანიას, რომელიც დიდი ხანი ფეხს ითერევდა. პირდაპირ გვითხრეს, რომ მათთვის ბათუმი პატარა უმნიშვნელო პროვინციული ქალაქი იყო და ბოლოს 2010 წელს დაგვთანხმდნენ.

მე შევარჩიე რესტორნის ადგილი და არქიტექტორი, 25 წლის ნიჭიერი ახალგაზრდა გიორგი ხმალაძე, რომლის იტალიაში სტაჟირებაზე წაყვანა ვთხოვე მშვიდობის ხიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლის ავტორს - მიკელე დე ლუჩის. ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვთხოვე „სოკარი“ ჩართულიყო ამ პროეკტში. მინდოდა აგვეშენებინა არა უბრალოდ მაკდონალდსი, არამედ ის რაც ბათუმსა და საქართველოზე მორიგ ჯერზე აალაპარაკებდა მსოფლიოს და ამის ავტორი არა უცხოელი, არამედ ქართველი ყოფილიყო. ათასჯერ ვყოფილვარ მაკდონალდში ბევრ ქვეყანაში და არასდროს არ მოუხდენია შთაბეჭდილება, მაგრამ მინდოდა ჩვენ სხვანაირი გამოგვსლოდა. მგონი გამოგვივიდა

ახლა ისეთი დროა, რომ ქართველებს უმტკიცებენ პატარა უმნიშვნელო სოფელი ვართ და მეტზე არ უნდა გავიქაჩოთ. მოვა დრო როდესაც ისევ დავიჯერებთ, რომ სინამდვილეში ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია!” - ნათქვამია სააკაშვილის ფეისბუქ პოსტში, რომელსაც თან ახლავს ბიზნეს ინსაიდერის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმის მაგდონალდსი წლის საუკეთესო შენობად დაასახელეს. (სტატია იხილეთ ლინკზე: http://www.businessinsider.com/mcdonalds-major-architectural-award-2014-1

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100