პოეტის აღიარება: ჯინსი "მოდის" გამო კი არა მისი წლოვანების და სიძველის გამოა გახეული

ახალგაზრდა ქართველი პოეტი ალექსანდრე შურღაია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„გუშინ წინ დიდი ხნის უნახავ მეგობარ შევხვდი რუსთაველზე.

ცოტა ვილაპარაკეთ.

შემიქო ჩემი ლექსები,რამოდენიმეს თითო-თითო სტროფიც მითხრა.

მერე, ჩემს მარცხენა ფეხთან გახეულ ჯინსზე მიმანიშნა და მითხრა, რომ არ შემფერის გახეული ჯინსით სიარული.

არადა, როგორ გინდა აუხსნა მეგობარს, რომ ეს გახეული ჯინსი "მოდის" გამო კი არა მისი წლოვანების და სიძველის გამოა გახეული.

რომ ორი წელია ეს შარვალი თითქმის არ გამიხდია და კიდევ ღმერთმა იცის თუ რამდენ ხანს მეცმევა ის.

რომ როცა ვრეცხავ, იმ დღეს სახლიდან ვერ გავდივარ და ათას რამეს ვიმიზეზებ მეგობრებთან სახლიდან გაუსვლელობის.

აბა როგორ გინდა უთხრა და აუხსნა მეგობარს,რომელიც "ჯიპის"მარკის მანქანით მოვიდა და ფეხით მხოლოდ იმიტომ ჩამოიარა,რომ შეყვარებული შეეყვანა რომელიღაც ძვირადღირებულ რესტორანში.

"არ შეიძლება ადამიანებმა ბოლომდე გაგიგონ ის, რაც საკუთარ თავზე არ გადახდენიათ" - წერს შურღაია

კომენტარი