მანჩო გიორგობიანი: რა ვთქვი ასეთი მამა გაბრიელზე ცუდი?

პრაიმტაიმის პრესკლუბში მანჩო გიორგობიანის მიერ გაკეთებული განცხადებები გუშინ გახილვის თემა იყო. აჟიოტაჟი მოჰყვა მამა გაბრიელის შესახებ საუბარსაც, სწორედ ამ თემას გამოეხმაურა დღეს გიორგობიანი სოციალურ ქსელში. მის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“და რა ვთქვი ასეთი მამა გაბრიელზე ცუდი???აზრი იყო ასეთი - ხმა საერთოდ არ მქონდა, წამისვა ჩემმა პადრუგამ და მართლა მომირჩათქო "მართლა მომირჩაზე" რომ ხმაა ჩაწეული, მოუსმინეთ და მიხვდებით ვახხხხ არ ჩანდა??? დავჯექი და ხმა ამომდიოდა!!! უბრალოდ ამდენი აჟიოტაჟის მერე, ამანაც მამა გაბრიელის ზეთი მაქვსო- ამან გამახალისა..

დანარჩენს დავცინდი იმ საზოგადოებას, ვინც ყველა რაკურსიდან, ლამის სამხარაულის ექსპერიზა ჩაუტარა და თან მილიონჯერ დადეს სხვა ფოტოები...

მოუსმინეთ წესიერად... ესეც ვთქვი მორწმუნე ვარ, მაგრამ არ შემიძლია რაღაც-რაღაცეები.. ხომ არ მოვიტყუები?! ისიც ვთქვი, რომ მინდა ვიყო კარგი , მაგრამ არ გამომდისთქო...

ასჯერ მაქვს დაწერილი.. წმინდანის ამოსვენება, არის საეკლესიო კანონიკა, ავისი წესებით. და ფეისბუკში გასარჩევი არ არისთქო!

აბა ჩემთვის , მცხეთაში რომ წავყოლილვარ ჩემს დას, იქაც წმინდანი იყო მამა გაბრიელი და სახლშიც მაქვს დიდი ფოტო. ჩემს გარდაცვლილ დას უყვარდა განსაკუთრებით, ჯერ მარტო მაგიიტომ არ ცამოვხსნი არასდროს..

მოუსმინეთ წესიერად...გამგები გაიგებს..” – წერს გიორგობიანი

კომენტარი