სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვარამიას პასუხი კურიერით უკმაყოფილო თინა ხიდაშელს

„პოსკრიპტუმი, აღარაფერი ეშეველება ამათ სამწუხაროა“ - ეს სტატუსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა გამოაქვეყნა.

პარლამენტარის აზრს, სტატუსის კომენტარებში გამოეხმაურა რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

“ ჩვენს საშველად მოგიხმოთ ვინმემ? საკუთარ მთავრობას მიხედეთ, თუ ვინმე საშველია ამ ქვეყანაში - ეგაა. ქვეყანას მიხედეთთქო რომ მოგწეროთ, უკვე გროტესკი გამომივა“ - წერს გვარამია. სტატუსის კომენტარების გარდა ხიდაშელს პასუხი გვარამიამ ფეისბუქ სტატუსითაც გასცა.

„ნუ თინა ხიდაშელს რომ ქება წყენს, ეს დიდი ხანია ფაქტია. ერთი დასცინა ჭიკაიძეს და ახლა მთელი ძალით ლოიალობას უმტკიცებს მთავრობას მაგრამ ეს რა არსებაა, ეს რ2-ის ზიზღით დაბნელებული "ჟურნალისტი" (ვისიც არავის არაფერი წაუკითხავს)? რომ მიუშვა, ეს დაადებს ბოქლომს ჩვენს ჭიშკარს პირველი. თან რომ მსჯელობს, ვიტომ ჭკუა მოეკითხებოდეს." - წერს გვარამია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100