რატომ არ უსურვებს მერაბიშვილს პატიმრობიდან მალე გათავისუფლებას გივი თარგამაძე?

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს იუბილარია. თანაგუნდელს იუბილე ვრცელი ფეისბუქ სტატუსით მიულოცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ

„დღეს ჩემი დიდი ხნის მეგობრისა და თანამებრძოლის, საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის თავგამოდებული მებრძოლის, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ერთერთი შემქმნელისა და დამმკვიდრებლის, უბრალოდ კარგი ადამიანის, ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეა.

დღეიდან სამი თვის განმავლობაში ის ჩემზე უფროსი იქნება და რამე ჭკვიანურს თუ იტყვის, დავუჯერებ.

მის ოჯახს, დათუნას, მიშოს და თაკოს ვუსურვებ ჯანს და მოთმინებას. ვანოს ვუსურვებ, კარგად დაისვენოს, რაც, მე მაინც ვიცი, მრავალი წელია არ გაუკეთებია.

ვიცი, რომ ჩემი სურვილის გარეშეც, ამ დროს მაქსიმალურად გამოიყენებს განვლილი გზის ანალიზისთვის და ჩვენზე მშვიდ გარემოში დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს. მალე გათავისუფლებას არ ვუსურვებ, რადგან ასეთი სურვილი იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ვზივარ და ველოდები, ეს როდის მოხდება, მე კი არ ვზივარ და არ ველოდები. ჰაკიმ-ფაშამ და მისმა ტურებმა მშვენივრად იციან, რომ მეგობრის მიმართ ბინძურ ქმედებებს არ ვაპატიებ. ფარცხალაძემ ეს პირველმა შეიგრძნო. ასე რომ, ცოტაც დაისვენე, ვანო, ცოტაც.“ - წერს თარგამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი