აი ასეთი მეგობრობა სცოდნიათ ნაციონალებს

ტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი მესამე შვილის მამა გახდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სუბელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს

„ესეც მესამე შვილი მარიამ სუბელიანი.

ჭიაბერაშვილს გავენდე, მესამე ბავშვს ველოდები ასე მოულოდნელ–დაუგეგმავად და რა დროს ბავშვი იყო ახლა ამ დაჭერობანა სიტუაციაში მეთქი.

მიდი, მიდი ნუ გეშინია, რას ჩამოგიყრია ყურები, რომც დაგიჭირონ შენს ბავშვს არაფერი მოავკლებთ, გავზრდით და მივხედავთ როგორც საჭიროა, ხომ არ დავხოცილვართო.

ძმა ხარ ჭია, ჯიგარი ხარ, ძალიან გამამხნევა შენმა სიტყვებმა მეთქი. მერე უცებ გამახსენდა, კაი ხნის წინ ლეკვს ვიყავი შეპირებული და ბიჭო, მაგარი ლეკვი მყავს, მოგცემ გახსოვს, რომ შეგპირდითქო. მაიცა კაცო რა დროს ლეკვია, ვინ მიხედავს მაგას ცალი ფეხი ციხეში მაქვსო!“ -წერს სუბელიანი

კომენტარი