სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავა ღარიბაშვილზე: ეს არსება, რომ ქვეყნის პრემიერი არ იყოს ვიტყოდი ვაი ამის პატრონს

ეს არსება, რომ ქვეყნის პრემიერი არ იყოს ვიტყოდი ვაი ამის პატრონს!, მაგრამ მგონი ვაი ჩვენს პატრონს“ - ეს კომენტარი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააკეთა, რაც ღარიბაშვილი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

"საერთოდ, მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში? ალბათ, წიგნებს დაწერს თვითონ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, კლავდნენ ქუჩებში, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს და ა.შ.", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თბილისში გუშინ გაიხსნა. როგორც გუშინ, ბიბლიოთეკის გახსნისას ითქვა, ბიბლიოთეკა ორიენტირებულია ლიტერატურაზე, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებს, არქიტექტურასა და ურბანისტიკას, ასევე მევენახეობა-მეღვინეობას ეხება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100