სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო სუთიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს ჰეროინის გამსაღებელი და კოკაინის მოყვარული უწოდა

ნამორაძეებისა და კოდუების კონფლიქტი ქალების ჩხუბში გადაიზარდა. ირაკლი კოდუას ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე ერთმანეთს მედიისა და ფეისბუქ სტატუსების მეშვეობით ესაუბრებიან.

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის მისამართით სუთიძემ მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“ნანუკა ამას არ დავწერდი სირცხვილის გრძნობა რომ გაგაჩნდეს!!! ახლა მინდა შეგახსენო შენი მეუღლის ბინძური საქმეები რომლის საქმის ყურშიც შენც იყავი 1-ცემა გაგიკვირდა რაც შენმა ქმარმა ვალერი გელაშვილს უქნა?!!! 2-ნარკოტიკი გაგიკვირდა ცნობილი გეროინის გამსაღებლის და კოკაინის მოყვარულს?!!! 3-თავდასხმა გაგიკვირდა მუხროვანის ამბოხის ავტორის ცოლს?!!! გვამების რომ უკვეთავდნენ? და ბოლოს ერთი კითხვა შენი უდანაშაულო ქმარი როგორც შენ ამბობ რატომ გაიქცა 1ოქტომბერს?!!! და არ ბრუნდება თავის სიმართლის დასამტკიცებლად?!!!” - წერს ნინო სუთიძე

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს დრონი.ჯი-სთან საუბრისას ნანუკამ განაცხადა, რომ ცილისწამების შემთხვევაში სუთიძეს სასამართლოში უჩივლებდა (სტატია იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=3&AID=15414 ) და როგორც ჩანს ეს ორი ქალბატონი მართლაც შეხვდება ერთმანეთს სასამართლოს დარბაზში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100