სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: 60 ათასი ადამიანი გვჭირდება

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "სახალხო კრება", რომელიც ხელისუფლების შეცვლას ცდილობს, კონკრეტულ ქმედებებზე მას შემდეგ გადავა, რაც ხალხის მასა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.

ბურჯანაძის განცხადებით, ეს დაახლოებით 50–60 ათასი კაცია.

ხელისუფლება ყველანაირი საშუალებებით ცდილობს ჩვენი რაოდენობის შემცირებას, რადგან კარგად ესმის, რომ ეს იქნება მასა, რომელსაც ვერანაირი სპეცრაზმები და ზონდერ–ბრიგადები ვერ შეაჩერებს.

ბურჯანაძემ დაამატა, რომ "სახალხო კრება" ხელისუფლების შეცვლას მშვიდობიანი მეთოდებით აპირებს და აქციის მონაწილეებს არანაირი იარაღი არ გააჩნიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100