სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართულმა პარტიამ" "ხელისუფლების შეცვლა" გადადო – ოქრუაშვილი აღარ ჩამოდის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში აღარ ჩამოვა.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

„ქართული პარტია" აღნიშნულის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ „სახალხო კრებამ" მათთან ერთობლივად მოქმედებაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ ვხსნით 25 მაისს დაგეგმილ ჩვენს აქციას, რომელიც აღარ გაიმართება და „სახალხო კრებას" ვაძლევთ მოქმედების სრულ თავისუფლებას. ჩვენ დავაკვირდებით, რას იზამს დამოუკიდებლად ბურჯანაძე", - აცხადებენ პარტიაში.

მათივე თქმით, „ქართულმა პარტიამ" ხელისუფლების შეცვლის დრო უბრალოდ გადადო და ამაზე უარი არ უთქვამს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100