სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავამ ხმა ციხიდან მისცა

გიგი უგულავამ ხმა ციხიდან მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის ყოფილი მერის პირად ფეისბუქზე გავრცელდა.

„ხმა მივეცი! ნიკა აბა შენ იცი:) ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მთავარი შინაგანი სიმართლეა, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად იქცევა გამარჯვებად! არ დაიზაროთ - მიდით არჩევნებზე!“ - ნათქვამია უფულავას გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

აღსანიშნავია, რომ დაპატიმრების შემდეგ გიგი უგულავა პირად ფეისბუქ გვერდზე მეგობრების დახმარებით აქტიურობს.

„ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის! ციხე კაცს ვერ გატეხავს და ბრძოლაზე ხელს ვერ ააღებინებს! ჩემ მეგობრებს ვთხოვე, მოგწერთ ხოლმე და ამ გვერდზე დადეთ თქო! ასე, რაღაც ფორმით შევძლებ თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას! ყველაფერი კარგად იქნება“ - წერდა უგულავა საკუთარ ფეისბიქ გვერდზე 7 ივლისს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100