სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარსელონაში აქცია დაშალეს

სულ ცოტა 14 ადამიანი დაშავდა 27 მაისს ბარსელონაში ესპანური პოლიციის მიერ მანიფესტაციის დაშლისას.
პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალგაზრდების მცირერიცხოვანი ჯგუფი მუნიციპალურ სამსახურებს, ქალაქის მთავარ მოედანზე დასუფთავებითი სამუშაოების ჩატარებაში უშლიდა ხელს.
მანიფესტანტების დასაშლელად პოლიციელებმა ცრემლსადენი აირი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
შეტაკებების შედეგად დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
მანიფესტანტებიდან 1 მონაწილე კი დაკავებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100