სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მკვლელი ჭიკაიძის ახლობელია" - ალასანიას ცოლი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ირაკლი ალასანიას ცოლი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელს დემონსტრატიულად ხელს არ კიდებს პოლიცია, რამაც ამ ბიჭის მეგობრებში გამოწვია ხმები, მკვლელის მხლებელი ჭიკაიძის ნათესავიაო (ეს მათი ვარაუდია უსამართლობის გამო).. სამაგიეროდ, ამ საცოდავი ბიჭის ძმაკაცებს, როგორც მათმა მეგობარმა გოგომ მითხრა, "იპარავენ" პანაშვიდიდან, ვითომ დაკითხვის მიზნით და უკვე მესამე წაიყვანეს და აღარ უშვებენო, ასევე ამბობენ, ცემენო.

რა ხდება? ამგვარი გაუგებრობა არავის არ შერჩება და კარგი იქნება, თუ მითქმა-მოთქმის საფუძველი არ იარსებებს. მე არ ვარ ჭორების გამავრცელებელი და არც ისე უბრალოდ პანიკის მთესველი.

ადამიანს, რომელმაც ამ წამს ტირილით დამირეკა, ვენდობი და ის კატეგორიაა, რომელსაც ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს.“ - წერს ნათია ფანჯიკიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100