სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერენ ცნობილი ქართველები ნანუკა ჟორჟოლიანს ტეტიაშვილებისთვის ბინის ჩუქების შემდეგ?

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ახალი სეზონი გუშინ გაიხსნა და ისევ აალაპარაკა მთელი საქართველო. სალომე ტეტიაშვილისა და მისი დედისთვის ბინის ჩუქებით ნანუკამ მაყურებლებში საოცარი ემოციები გამოიწვია, რაზეც ფეისბუქზე დაწერილი მრავალი სტატუსიც მეტყველებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: გაგიკვირდებათ და ქალთა კოლონიიდან დამირეკეს! პატიმარი ქალი იყო (სახელს არ ვიტყვი) და ყველას მაგივრად მინდა ჩვენი ემოციები გაგიზიაროთ გუშინდელ გადაცემაზეო. დაკეტილ სივრცეში რომ ხარ, 7,12,9 წელი რომ გაქვს მისჯილი, დარეკვის უფლება იშვიათად რომ გაქვს და იმასაც იმაში რომ გამოიყენებ სხვას მადლობა უთხრა და უფრო მეტიც, საერთოდ ამ დროს სხვისი სიხარული ასე რომ გიხარია არის იმაზე მაგარი ემოცია ვიდრე ვინმესგან ველოდი დღეს!

სოფო გელოვანი: დადებითი ემოციებით ავივსე.

ირინა ონაშვილი: ჩემთვის ყველაფერზე და ყველაზე მაგარი გრძნობაა როცა ვინმეს, რაღაცით გაახარებ, მაგარი შეგრძნებაა, ყოჩაღ ნანუკა, სუპერ გოგო ხარ! ყველა ასეთი სიკეთისთვის გამზადებულ სახლს დავალაგებ სიამოვნებით! დიდი მადლობა ბევრი პოზიტივისთვის

გოგა ხაჩიძე: არ დაგვინდო! დაგვწყვიტე! სგ სგ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100