სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰაკერებმა აშშ-ის მაღალი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლების, სამხედროებისა და ჟურნალისტების ელექტრონული ფოსტები გატეხეს

"Google" აცხადებს, რომ ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლების, სამხედროების და ჟურნალისტების ელექტრონული ფოსტები გატეხეს.

გუგლის სარმომადგენლის განცხადებით უკანონო შეღწევის მცდელობა Gmail-ის ელექტრონულ ფოსტებზე შანდუნის პროვინციის ქალაქ ცზინანიდან განხორციელდა. დაჰაკვის მიზანი Gmail-ს ელექტრონული ფოსტების პირადი პაროლების გაგება იყო.

კომპანიან დასძინა რომ პაროლების გაგება განხორციელდა არა უსაფრთხოების სისტემის გატეხვით, არამედ კონკრეტული მომხმარებლების მოტყუებით.

ჰაკერების თავდასხმის ობიექტები ასევე გახდნენ ჩინელი პოლიტიკური ლიდერები და სხვადასხვა აზიის ქვეყნების ოფიციალური სახეები

,,ჩვენმა კომპანიამ დააფიქსირა პაროლების უკანონო გამოყენება და შეღწევა ელექტრონულ ფოსტებზე, ჩვენ ამის შესახებ შევატყობინეთ დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციებს." განაცხადა გუგლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100