სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-მ ტერაქტის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთა (ვიდეო)

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ აღკვეთილი იქნა ტერორისტული აქტის განხრციელების კიდევ ერთი მცდელობა. სამართალდამცავების მიერ მცხეთის რაიონში დაკავებულ იქნა ბადრი გოგიაშვილი. დაკავებულ პირს თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყო წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით.

დაკავებული პირის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილის ალექსეი სოკოლოვის, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსის ვლადიმერ ფუხაევის და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომელის ვოვა კიბილოვის მიერ მიცემული ჰქონდა დავალება, მოეძებნა თბილისში ისეთი შენობა რომელზეც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა. ბადრი გოგიაშვილის მიერ დაფიქსირებული შენობებიდან ზემოთ აღნიშნულმა პირებმა შეარჩიეს თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ბადრი გოგიაშვილს მოთხოვეს ამ ოფისთან მისთვის ახალგორში გადაცემული ბომბის აფეთქება. დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას გადაუხდიდნენ 2 000 აშშ დოლარს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ძიებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100