სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა არეშიძე ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური თბილისის განცხადებას "დასავლეთისადმი გაფრთხილებად" მიიჩნევს

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას "დასავლეთისადმი გაფრთხილებად" მიიჩნევს.

როგორც "პირWელს" არეშიძემ განუცხადა, "ეს განცხადება პოლიტიკური ვაჭრობის კონტექსტშია განსახილველი და ნაკლებ სავარაუდოა, ქართულმა მხარემ აღნიშნული მოლაპარაკებების შეწყვეტის მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას".

"ჩემთვის ქართული მხარის დამოკიდებულება სრულიად გასაგებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რუსეთის მხრიდან ექსცესების საფრთხე მწვავედ არ იდგეს, თავად ჟენევის მოლაპარაკებების რეზულტატი ძალიან დაბალია. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ერთადერთი მოედანია, სადაც მხარეებს შეხვედრისა და საკითხების განხილვის საშუალება აქვთ. ამდენად, ვფიქრობ, ამ პროცესის შეჩერება არ ღირს. ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა მანამდეც იყო, თუმცა სულ სხვა მხრიდან. ერთი პერიოდი ცხინვალის წარმომადგენლებმა კონსულტაციებს ბოიკოტიც გამოუცხადეს", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, "ზოგ შემთხვევაში მხარეები ამ ფორმატს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებენ და ქართული მხარის განცხადებაც სავარაუდოდ, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი".

"ვფიქრობ, საქართველო გარკვეულ გაფრთხილებას აძლევს როგორც მოლაპარაკებების მხარეებს, ისე ზოგადად დასავლელ პარტნიორებსაც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ვერ ან არ წვეტენ წამოყენებულ პოლიტიკურ საკითხებს", - დასძინა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთის მხრიდან ორგანიზებული ტერორისტული კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100