სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ჯაჯანიძის პროდიუსერის პასუხი გუშინდელი გადაცემით აღშფოთებულ მაყურებელს

საზოგადოებაში დღეს გია ჯაჯანიძის შოუ მთავარი განხილვის თემაა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გადაცემის პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ.

„მორალისტების გასაგონად: ეხლა დამირეკა აღშფოთებულმა მოქალაქემ. ვეკითხები გადაცემის რომელმა ნაწილმა გაგაღიზიანა-მეთქი. ტრანსგენდერმა და მოცეკვავე ბიჭებმაო. სხვა გადაცემები თუ მოგწონთ-თქო და არ ვარ ჯაჯანიძის შოუს მაყურებელიო. ეხლა ამიხსენით, რომ არ უყურებ ხოლმე, ყურს რომ მოკრავ, ჩართავ მაინცდამაინც ამ ნაწილს და მერე მე გაბრაზებული დამირეკავ, ამით შენში ჩაბუდებულ ფარულ ინტიმურ სურვილებს ებრძვი თუ მართლა საზოგახოების ინტერესებს იცავ?” - წერს სტეფნაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100