ნანუკა ჟორჟოლიანის სახელით სოციალურ ქსელში აიფონ 5-ს ათამაშებენ

ნანუკა ჟორჟოლიანის სახელით შექმნილი გვერდი სოციალურ ქსელში აიფონ 5-ს ათამაშებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ნანუკამ.

„მეგობრებო, ეს გვერდი მე არ მეკუთვნის და გთხოვთ ყველას დაარეპორტოთ. თუ არ შეგაწუხებთ, ძალიან დამეხმარებით. ვიღაც ძალიან ცუდათ სარგებლობს ჩვენი სახელით“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და თან აქვეყნებს ფეიქ გვერდის სქრინის ფოტოს

კომენტარი