სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციური "რვიანი" შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შეხვდა

ოპოზიციური "რვიანი" შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რვიანის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპული ღირებულებებია მნიშნელოვანი და არა ევროპული ბაზარი.

უსუფასვილმა ისაუბრა რვიანში დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობის შესახებ. „ძალა ერთობაშია ეს არ ნიშნავს, რომ ძალა ერთ აზრშია", - განაცხადა მან.

შეხვედრას ესწრებოდა ასევე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე.

"საქართველოს ურთერთობა ევროკავშირთან მისი უსაფრთხოების გარანტიაა. ჩვენი ძირითადი თემა საქართველოს დეოკუპაცია, დემოკრატიაზიცია და განვითარება იყო. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირი მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, მოხდება არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი დაკვირვება პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე", - განაცხადა თარგამაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე , "ქრისტიან დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი . შეხვედრაზე იყო საუბარი ინფლაციის, არჩევნების შესახებ მოლაპარაკებების და 26 მაისის მოვლენების გამოძიებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100