სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის აღიარება გააუქმა

ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ განაცხადა, "17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრეს-რელიზი, რომლის თანახმად, დღევანდელი მთავრობა უკან იწვევს და აუქმებს წინა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შესახებ".

"აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ვანუატუს ახალი მთავრობის პოზიციას, რომ წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტოლება შეცდომა და გაუგებრობა იყო და ვანუატუ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ალექსიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვანუატუს მთავრობას აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100