სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კუბლაშვილი პირობას დებს, რომ საპროტესტო აქციებთან მიმართებაში მედიის საქმიანობის ხელის არშეშლა კანონით იქნება უზრუნველყოფილი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმდომარე პავლე კუბლაშვილი მედიას ჰპირდება, რომ საპროტესტო აქციებთან მიმართებაში მათი საქმიანობისთვის ხელის არშეშლა კანონით იქნება უზრუნველყოფილი.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტის არასამთავრობო სექტორთან განხილვისას ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხი ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენელმა ჰამლეტ გეგიამ წამოჭრა და პროექტის ავტორებს მედიაზე გახშირებული ძალადობის გათვალისწინების წინადადებით მიმართა.

კუბლაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით კანონში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება და იმაზე შეჯერება, რომ მათ მოვლენის გაშუქების საშუალება მიეცეთ, შესაძლებელია.

"აქციის მიმდინარეობისას, მის შემდეგ და მანამდეც, ადმინისტრაციულმა ორგანომ და აქციის ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს მუშაობის სრული შესაძლებლობა მიეცეთ" – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100