რუსული მედია: ხოდორკოვსკი კარელიის კოლონიაში გადაიყვანეს

კომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელსაც მეორე სისხლის სამართლის საქმის მიხედვით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიყუსაჯეს კარელიის ქალაქ სეგეჟას ნომერ მეშვიდე კოლონიაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ დროისათვის ხოდორკოვსკი უკვე გადაყვანილია კოლონიაში. თავდაპირველად იგი გადაანაწილეს ჯგუფში, რომელიც კოლონიის სიცოცხლისუნარიანობისათვის სასარგებლო სამუშაოებს ასრულებს. სულ კოლონიაში 12 ასეთი ჯგუფია და შესაძლოა მისი საქმიანობა მომავალში შეიცვალოს", _ განაცხადა წყარომ.

ოფიციალურად ინფორმაციას ხოდორკოვსკის გადაყვანის შესახებ, ჯერ ჯერობით არავინ ადასტურებს. თავად ხოდორკოვსკის დაცვა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია თუ სად არის მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პლატონ ლებედევი მურმანსკის ოლქში არსებულ კოლონიაშია გადაყვანილი.

კომენტარი