თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი აშენდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II კურთხევით და ცნობილ ქველმოქმედის, წმინდა გიორგის ორდენის კავალერის ზურაბ ჩიქოვანის ინიციატივით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი აშენდება. 15 ივნისს დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ წმინდა გიორგის სადიდებელი პირველი პარაკლისი გადაიხადა.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით დაფინანსდება. ზურაბ ჩიქოვანის განმარტებით, იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

ყოველ ოთხშაბათს, 7 საათზე (სანამ ეკლესია არ გადაიხურება) ამ ადგილას ჩატარდება წმინდა გიორგის პარაკლისი.

კომენტარი