სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლოზ რაჭველი:მოულოდნელად ქუჩაში ინგა შემხვდა, სულ ორი დღეა, რაც უცაბედად ...

აი რას წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში:

მოულოდნელად ქუჩაში ინგა შემხვდა, სულ ორი დღეა, რაც უცაბედად გადაცემა დაუხურეს "იმედზე". ვისაუბრეთ. გული გადავუშალეთ ერთმანეთს და მოვესიყვარულეთ. ბევრი მნიშვნელოვანი გადაცემა მახსოვს მისი, მაგრამ "რეაქცია" ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ეთერში გასვლის პირველივე დღიდან ამ გადაცემას ჩემი დაწერილი მუსიკა აფორმებდა. "რეაქციამ" ტაიმ აუტი ერთ ხანსაც აიღო და ახლაც იმედი მაქვს ოდესმე ისევ ავჟღერდებით. ჩვენ მოულოდნელობებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ და ხშირად მოულოდნელობის უკან არც თუ ისე სამართლიანი გადაწყვეტილებებია, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნიჭიერებას ვინც შეებრძოლება ადრე თუ გვიან დამარცხდება, ნიჭი კი ღვთის წყალობით მუდამ გაიკვალავს გზას! მე მიყვარს ჩემი მეგობარი ინგა გრიგოლია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100