სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ქვრივი, ელენე ბონერი გარდაიცვალა

შაბათს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის ცნობილი რუსი დისიდენტი ელენა ბონერი. ბონერი - უფლებადამცველი ორგანიზაციის, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი - ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი და რუსეთში დემოკრატიის დამცველი იყო. მისი ქალიშვილის, ტატიანა იავკელევიჩის თქმით, ბონერი გარდაიცვალა მის სახლში ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, მაგრამ გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია. ბონერი 1923 წელს დაიბადა საბჭოთა თურქმენეთში. მისი მშობლები სტალინის მიერ იქნენ რეპრესირებული. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელენა ბონერი მედდად მუშაობდა. 60-იან წლებში ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი დისიდენტი გახდა. 1972 წელს ის ცოლად გაჰყვა ბირთვული ფიზიკის ცნობილს სპეციალისტს და ადამიანის უფლებების დამცველს, ანდრეი სახაროვს. 1984 წელს ბონერი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და ისიც გაგზავნეს გორკიში, სადაც მისი მეუღლე იყო გადასახლებული. სახაროვი გორკიში 1980 წლიდან იმყოფებოდა. ცოლ-ქმარი 1986 წელს გაათავისუფლეს. მოგიანებით სახაროვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. იგი 1989 წელს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100