დუშეთში 12 წლის გოგონა მდინარეში დაიხრჩო

დუშეთის რაიონის სოფელ უკანაფშავში 12 წლის გოგონა მდინარეში დაიხრჩო.

მოზარდი ოჯახის წევრებთან ერთად ხიდზე გადადიოდა, როცა ის ჩატყდა და წყალმა წაიღო. მდინარის ადიდების გამო მოზარდმა წყლიდან გამოსვლა ვერ შესძლო. მოგვიანებით იგი ბიძამ იპოვა, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო.

შეგახსენებთ, რომ გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყანას 10 მილიონზე მეტი ზარალი მიაყენა, რადგან დაზიანებულია გზები, ხიდები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

კომენტარი