ზუგდიდში დღეს ედპ-ის სამეგრელოს რეგიონული კონფერენცია გაიმართება

ზუგდიდში დღეს ედპ-ის სამეგრელოს რეგიონული კონფერენცია გაიმართება.


კონფერენციაში ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე, ედპ-ის პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი და პარტიის სამეგრელოს რაიონული და ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციის 300 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული კონფერენცია ედპ-ის პარტიული სტრუქტურების განახლებას, პარტიის წევრების მობილიზებას, სამომავლო პოლიტიკური გეგმებისა და რეგიონში პარტიის სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, კონფერენციის შემდეგ პარტიის ლიდერები ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდებიან. კერძოდ, 21 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში შეხვედრა გაიმართება.

კომენტარი