სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავარი პროკურატურა უკვე ბადრი ბიწაძის დაკავებას ითხოვს

მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს ბადრი ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება დღეს მოითხოვა. ამის მიზეზი ბიწაძის მხრიდან გირაოს გადახდისთვის თავის არიდება გახდა. სასამართლომ ბიწაძეს გირაო ადრე მთვარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დაუსწრებლად დააკისრა. გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ბადრი ბიწაძე წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. მისი ადგილსამყოფელი დღეისთვის ოფიციალურად უცნობია. გამორიცხული არ არის, გაუჩინარებული ბადრი ბიწაძის ძებნის პროცესში, ქართული მხარის მოთხოვნით, საერთაშორისო პოლიციაც ჩაერთოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100