„მე აღარავინ შემიქმნის დღესასწაულს“ -განო მელითაურის მორიგი სევდიანი პოსტი

მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივი, განო მელითაური სოციალურ ქსელში მორიგ სევდიან პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„მალე დეკემბერი მოვა.. დაიწყება საახალწლო ორომტრიალი.. გამოგონილ დღესასწაულს ჩაბღაუჭებული გარემო, რომელიც ელვისებური სისწრაფით იბრუნებს მხარეს, შეიცვლის ფერებს და კიდევ ერთხელ შემომახეთქებს აბსურდულ რეალობას...

ყველა და ყველაფერი ერთიანად გადაეწყობა - კომპანიების საახალწლო გზავნილები, საახალწლო ვიტრნები საახალწლო პროგრამები ტელევიზორში.... საახალწლო ბანერები რეალურ და ვირტუალურ სივრცეებში, ბავშვების გულუბრყვილო სურვილები, რომლებსაც ბაღებში და სკოლებში დააწერინებენ თოვლის ბაბუისთვის...

ყველა დღესასწაულის მოლოდინში იქნება! ყველა ჩემს გარდა!

მე აღარავინ შემიქმნის დღესასწაულს!..

..მე თავად მომიწევს მისი მოგონება!

ძალით, გულგასიებული წავალ ნაძვის ხის საყიდლად, რადგან თავს დავაჯერებ-ძველის დადგმა ცუდი იქნება ბავშვებისთვის, ჩემს მითურ სახლში გაჯის, ცემენტის, დამტვრეული ფილების და ცარიელი ნაჩუქარი საღებავით შეღებილი კედლების გარემოცვაში(რომლის ფერსაც წყობიან გამოვყავარ ), წარწერიან ყუთებში სათამაშოების გადასარჩევად ბეტონის იატაკზე დავჯდები.. მერამდენე სახლს იცვლიან ეს ყუთები?... შეთხვევით, კედელზე უაზროდ აყუდებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკრავ თვალს.. უცხოა აქაურობა, მაგრამ ბავშვებს სჭირდებათ დღესასწაული, ფერადი, სიცოცხლით სავსე, ჯადოსნური ..

თუმცა მას არც ნივთები, არც საჩუქრები ან დეკორაცია.. არა!!

დღესასწაულს მე და შენ ვქმნიდით სანუკვარო!

და ვერ ვპოულობ ჩემს თავში ძალას განო და კოტე ერთად ვიყო, რადგან ახალ წელს ყოველთვის, ყოველთვის ისეთვე პატარა ვიყავი შენთან ერთად, როგორც ტასო თარაში და ლოლა არიან დღეს...“ - წერს განო პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი