19 წლის ჰაკერს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სენატის საიტების გატეხვაში დამნაშავედ ინგლისელ მოზარდს ცნობს, ის შეიძლება ციხიდან ღრმად მოხუცი გამოვიდეს.

ცსს–სა და სენატის საიტების გატეხვაში ეჭვმიტანილი, ინგლისის ჩრდილო–აღმოსავლეთ საგრაფოში მცხოვრები 19 წლის რაიან კლერია. ახალგაზრდა პირდაპირ საკუთარ სახლში, ესექსის საგრაფოში აიყვანეს.

როგორც ინგლისელი საამართალდამცველები ამბობენ, დღის წესრიგში 19 წლის ჰაკერის აშშ–ში ექსტრადიციის საკითხი დგას.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ რაიან კლერი დამნაშავედ ცნო, მას 60 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც რაიანის დედამ განაცხადა, მისი შვილი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, მთელი დღეები კომპიუტერთან იჯდა და მისი ცხოვრება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კლერის დაკავებაში ეფ–ბი–აი და სკოტლანდ იარდი ერთობლივად მონაწილეობდა.

კომენტარი