რელიგიები იმდენად არა, რამდენადაც ასეთი ამბები მოქმედებენ ადამიანებზე

საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ერთ-ერთი პროდუსერი ქეთევან სადღობელაშვილი ფეისბუქზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ეს ფოტო გუშინ ვნახე Eka Sheshaberidze -სთან და გონებიდან არ ამომდის. 1889 წელს, სირიაში გადაღებულ ფოტოზე უსინათლო მუსლიმი მუჰამედი და უნარშეზღუდული ქრისტიანი სამირია, რომელიც მუჰამედის დახმარებით გადაადგილდებოდა, მუჰამედი კი სამირის თვალების იმედით, თავისუფლად დადიოდა ქალაქის ქუჩებში. ორივე ობოლი ყოფილა და ძალები გაუერთიანებიათ, სასტიკ სამყაროში რომ გადარჩენილიყვნენ. როცა სამირი გარდაცვლილა, უსინათლოც, ერთ კვირაში, დარდით, თან გაჰყოლია.
რელიგიები იმდენად არა, რამდენადაც ასეთი ამბები მოქმედებენ ადამიანებზე. ფოტო, ხო, საერთოდ.

კომენტარი